ამერიკელების 60 პროცენტი მხარს უჭერს ვაქცინის ID ბარათს
ამერიკელთა 2/3 მხარს უჭერს ვაქცინაციის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის არსებობას, თითქმის ნახევარი კი თვლის, რომ მსგავსი პროგრამა სავალდებულო უნდა იყოს.
Morning Consult-ის კვლევის მიხედვით, ზრდასრული მოსახლეობის 63% მხარს დაუჭერდა მოქალაქეების ვაქცინაციის სტატუსის საჯაროობას, ხოლო 46% აცხადებს, რომ ვაქცინირებული ადამიანები ვალდებული უნდა იყვნენ თან ატარონ ვაქცინაციის დამადასტურებელი მოწმობა.
გამოკითხულთა 53% ეწინააღმდეგება ბიზნესის მიერ აუცრელი ადამიანების შესვლის აკრძალვას, ამ ზომას მხარს 36% უჭერს.
საზოგადოებრივი აზრის კვლევა 2-4 აპრილს ჩატარდა 2,200 აშშ-ს მოქალაქის მონაწილეობით.