Pfizer: ვაქცინა 12-15 წლის ბავშვებში 100%-ით ეფექტურია

 

Pfizer/BioNTech აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგოდ შექმნილი ვაქცინა 12-15 წლის ბავშვებში 100%-ით ეფექტურია. 

კომპანიების მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში 2228 ბავშვი მონაწილეობდა. მონაცემები 2020 წლის ნოემბრიდან 2021 წლის სექტემბრის ჩათვლით შეგროვდა, მათ შორის, იმ პერიოდში, როდესაც კოროანვირუსის დელტა ვარიანტი გავრცელდა.

"მაშინ, როცა მსოფლიოს ჯანდაცვის საზოგადოება მუშაობს აცრილი ადამიანების რაოდენობის ზრდაზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ეს მონაცემები დამატებით რწმენას გვძენს ჩვენი ვაქცინის უსაფრთხოებასა და ეფექტურობაში ამ ასაკობრივ ჯგუფში," - თქვა Pfizer-ის გენერალურმა დირექტორმა ალბერ ბურლამ.

კომპანიის განცხადებით, ვაქცინა ეფექტურია სხვადასხვა სქესის, რასისა და ეთნიკური ჯგუფის ბავშვებში.

 

 

 

მსგავსი სიახლეები