ამერიკის კონგრესი თანახმაა უკრაინას კიდევ $800 მილიონი გამოუყოს

2023 წელს, ამერიკის კონგრესი მზადაა, რომ უკრაინას, მინიმუმ $800 მილიონი დოლარის დახმარება გამოუყოს, რაც ქვეყნის უსაფრთხოებას მოხმარდება. 

ეს ინფორმაცია, Reuters-მა 6 დეკემბერს, აშშ-ს ეროვნული თავდაცვის დოკუმენტზე დაყრდნობით დაწერა.

სააგენტო აღნიშნავს, რომ კანონპროექტის ეს ვერსია კომპრომისულია, რაც რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის არსებულიმრავალთვიანი მოლაპარკაბების შედეგია.  

უკრაინისთვის გადასაცემი დახმარების გარდა, კანონპროექტი ითვალისწინებს აშშ-ს თავდაცვის ბიუჯეტის მნიშვნელოვან გაზრდასაც.

დამტკიცების შემთხვევაში, $2,7 მილიარდი გამოიყოფა საბრძოლო მასალების წარმოების გასაზრდელად, რომლის პარალელურადაც, შეზღუდვები მოიხსნება კონტრაქტებზე, რომელიც საბრძოლო მასალასთან არის დაკავშირებული, რათა უფრო მარტივად მოხერხდეს, უკრაინის მხარდაჭერა. 

2023 წლის თავდაცვის პოლიტიკის დოკუმენტს, სავარაუდოდ, სენატი და წარმომადგენელთა პალატა, დეკემბერში მიიღებს, რის შემდეგაც თეთრ სახლში გაიგზავნება, რათა ჯო ბაიდენმა მოაწეროს ხელი.

 

 

მსგავსი სიახლეები