ანექსიის 60 წლის იუბილეზე სი ძინფინგი იშვიათი ვიზიტით ტიბეტს ეწვია

ჩინეთის მიერ ანექსიის მესამოცე წლისთავზე ჩინეთის კომუნისტური პარტიის ლიდერი იშვიათი ვიზიტით ტიბეტს ეწვია. 

State of Play: ამის შესახებ ჩინეთის სახელმწიფოს საინფორმაციო სააგენტო Xinhua ავრცელებს. 

  • "დედაქალაქ ლჰასაში ლიდერს თბილი დახვედრა მოუწყვეს ხალხებმა განსხვავებული ეთნიკური ჯგუფებიდან. ლამაზი ყვავილებით ხელდამშვენებულები ისინი ესალმებოდნენ ლიდერს და ცეკვავდნენ მხრიალურ რითმებზე"- ნათქვამია მასალაში. 

  • თავის სიტყვაში სი ძინფინგმა ხაზი გაუსვა "თანამედროვე, სოციალისტური ტიბეტის მშენებლობის მნიშვნელობას, რომელიც ჰარმონიაში იქნება ერთიან ცინეთთან."

Big Picture: ჩინეთის სახალხო-გამათავისუფლებელმა არმიამ ტიბეტი 1951 წელს დაიკავა, 1965 წელს მაო ძედუნმა ტიბეტის ავტონომიური რეგიონი გამოაცხადა. მომდევნო ათწლეულებში კომუნისტურმა პარტიამ რეგიონში ინტენსიური პოლიტიკური რეპრესიების ტალღა წამოიწყო. 

  • განსაკუთრებული სისასტიკით იდევნებოდნენ ბუდისტი სასულიერო პირები, განადგურდა არაერთი მონასტეერი. 

  • დამოუკიდებელი დამკვირვებლების შეფასებით, გასულ ათლწლეულებში კომუნისტური პარტია ახალისებს ტიბეტში მიგრაციას, გარდა ამის რეგიონი პრაქტიკულად სრულად დაიხურა მედიისთვის, იკრძალება პოლიტიკური და კულტურული ღონისძიებები, რომლებიც რეგიონის განსხვავებულ ისტორიას უსვამს ხაზს. 

Zoom In: ჩინეთმა ასევე მიისაკუთრა რეინკარნირებული დალაი-ლამას "დანიშვნის" უფლება, რომელიც ტიბეტელი ბუდისტების უმაღლესი სასულიერო ლიდერია. 

  • მოქმედი დალაი ლამა, რომელსაც ცოტა ხნის წინ 90 წელი შეუსრულდა, 1959 წლის შემდეგ ინდოეთში ცხოვრობს. 

  • სი ძინფინგის ვიზიტს ინდოეთში ემიგრირებული ტიბეტელების საპროტესტო აქცია მოჰყვა. 

  • კრიტიკოსების შეფასებით, 2008 წლის საპროტესტო აქციების შემდეგ რეპრესიები გამწვავდა. 

The Other Side: ჩინეთის კომუნისტური პარტია ირწმუნება, რომ ტიბეტი ასწლეულეობის განმავლობაში ჩინეთის განუყოფელი ნაწილი იყო, ხოლო რეგიონში ცენტრალური ხელისუფლების კონტროლის დამყარების შემდეგ სიღარიბის დონე მკვეთრად შემცირდა. 

 

მსგავსი სიახლეები