"არ მინდა კომენტირება"- პესკოვი კადიროვის შვილის მიერ დაკავებულის ცემაზე

"არ მინდა"- ასე უპასუხა ვლადიმირ პუტინის პრესსპიკერმა ჟურნალისტის კითხვას, ხომ არ გააკეთებდა კომენტარს რამზან კადიროვის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოზე. 

აღნიშნულ ვიდეოზე კადიროვის შვილი, ადამი ყურანისთვის დაწვისთვის დაკავებულ, ნიკიტა ჟურაველს ფიზიკურად უსწორდება. 

კონტექსტი 

"სოციალურ ქსელებში ამ დრომდე კამათობენ სცემა თუ არა ჩემმა შვილმა ნიკიტა ჟურავლეს - ადამიანს, რომელმაც საჯაროდ დაწვა ყურანი და ადამინს რომელიც ეხმარებოდა უკრაინის სპეცსამსახურებს. სცემა და სწორადაც მოიქცა. მეტიც, ვფიქრობ, რომ ადამიანი, რომელიც ხელს აღმართავს ნებისმიერ წმინდა წერილზე და შეურაცხყოფას მიაყენებს ჩვენი ქვეყნის მილიონობით მოქალაქეს მკაცრად უნდა დაისაჯოს",- წერდა  კადიროვი გამოქვეყნებულ პოსტში. 

ჩეჩნეთის ლიდერი მადლობას უხდის ვლადიმირ პუტინს, "რუსეთში მოქმედი უნიკალური კანონმდებლობისთვის", რომელიც კრძალავს რელიგიური გრძნობების შეუარაცხყოფას. 

"მსგავსი პროვოკატორები და მოღალატეები მავნე გამონაზარდია სხეულზე, რომელიც ძირშივე უნდა ამოწვა. გადაჭარბების გარეშე, დიახ მე ვამაყობ ადამის საქციელით",- წერს კადიროვი. 

წარმოშობით უკრაინელი, ნიკიტა ჟურაველი რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა 21 მაისს, რელიგიური გრძნობების შეუარაცხყოფის მუხლით დააკავეს. 

კომიტეტის ვერსიით, ჟურაველმა ვოლგოგრადის მთავარი მეჩეთის წინ საჯაროდ დაწვა ყურანი. მოგვიანებით, საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ ჟურაველმა აღიარა, რომ უკრაინის სპეცსამსახურების მითითებით მოქმედებდა. 

უკვე ზაფხულში ჩეჩნეთის მთავრობის მოთხოვნით გროზნოში გაგზავნეს. მალევე გავრცელდა ცნობები იმის შესახებ, რომ კადიროვის შვილმა ჟურაველს საპატიმროში სცემა. 

მსგავსი სიახლეები