კადიროვის 15 წლის შვილმა უკრაინელს სცემა, რომელიც ყურანის დაწვისთვის დააკავეს
19 წლის უკრაინელ ნიკიტა ჟურაველს, რომელიც ვოლგოგრადში ყურანის დაწვისთვის დააკავეს, გროზნოს წინასწარი დაკავების იზოლატორში რამზან კადიროვის 15 წლის ვაჟმა ადამმა სცემა.
ამ ინფორმაციას Кавказ. Реали ავრცელებს.
"გროზნოს წინასწარი დაკავების იზოლატორში მყოფი ბრალდებული ნიკიტა ჟურაველისგან მივიღე მიმართვა, რომელიც ამტკიცებს, რომ წინასწარი დაკავების იზოლატორში სტუმრობისას ჩეჩნეთის ხელმძღვანელის ვაჟმა, ადამ კადიროვმა სცემა." - თქვა რუსეთის ადამიანის უფლებათა კომისარმა ტატიანა მოსკალკოვამ.
ჩეჩნეთში ადამიანის უფლებათა კომისარმა მანსურ სოლტაევმა თქვა, რომ უკვე ესაუბრა ნიკიტა ჟურაველს და მან განაცხადა, რომ რამზან კადიროვს შეხვდა და როდესაც ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა საკანი დატოვა, ის ადამ კადიროვმა სცემა: "თითქოს ხელებსა და ფეხებში სცემდა."
სოლტაევი პატიმარს "კონკრეტულ შემოწმებას" დაჰპირდა.
რამზან კადიროვი ადრე არაერთხელ დაემუქრა რეპრესიებით მათ, ვინც ყურანს დაწვავს.
19 მაისს, სოციალურ ქსელში ვოლგოგრადში ყურანის დაწვის ვიდეო გამოჩნდა. ორი დღის შემდეგ, უსაფრთხოების ძალებმა განაცხადეს, რომ ადგილობრივი მკვიდრის, უკრაინელი წარმოშობის, ნიკიტა ჟურაველის დაკავების შესახებ, რომელიც ვოლგოგრადში ანექსირებული ყირიმიდან გადავიდა.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ბასტრიკინმა აღნიშნნა, რომ ჟურაველის საქმე ჩეჩნეთში გადაიტანა.
გასული წლის ოქტომბერში რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ მისი სამი არასრულწლოვანი ვაჟი - ახმატი, ელი და ადამი - უკრაინაში ბრძოლებში მონაწილეობდნენ. თავისი სიტყვების დასამტკიცებლად მან გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ისინი ავტომატიდან და ყუმბარმტყორცნიდან ისვრიან.
მარტში ჩეჩნეთის მეთაურის ვაჟებმა, 17 წლის ახმატმა და 15 წლის ადამმა "ტერორიზმთან ბრძოლაში გამორჩევისთვის" სამკერდე ნიშნები მიიღეს.