არაბული ქვეყნები პალესტინელების იორდანიაში გადასახლებაზე ვილდერსის განცხადებას გმობენ

შაბათს, იორდანიამ, პალესტინის ხელისუფლებამ და არაბთა ლიგამ ჰოლანდიელი ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსის, ხეერტ ვილდერსის განცხადებები დაგმეს, რომ პალესტინელები იორდანიაში უნდა გადასახლდნენ.

ამ კვირაში, ვილდერსის პარტიამ ნიდერლანდების საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა.

პალესტინის ხელისუფლებამ მისი განცხადება შეაფასა, როგორც "ჩვენი ხალხის წინააღმდეგ აგრესიის ესკალაციისა და მათ საქმეებსა და მომავალში აშკარა ჩარევისკენ მოწოდება."

მისი განცხადება ცალკე დაგმეს იორდანიამ, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, ბაჰრეინმა, იემენმა და არაბთა ლიგამ.

"ჰოლანდიელი პარლამენტარის, ხეერტ ვილდერსის მიერ გაკეთებული უპასუხისმგებლო განცხადებები განიხილება იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს საშინაო საქმეებში ჩარევად." - წერს არაბთა გაერთიანებული საემიროების საელჩო ნიდერლანდებში X-ზე.

პოპულისტი და ანტიისლამური ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსი, თავისუფლების პარტიის (PVV) ლიდერი ვილდერსი, ცნობილია ისრაელის მტკიცე მხარდაჭერით. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ის მხარს უჭერდა პალესტინურ დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის უკანონო დასალებების მშენებლობას და ხშირად იმეორებდა, რომ იორდანია არის პალესტინა.

ვილდერსმა რამდენიმეჯერ განაცხადა, რომ ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი პალესტინელების იორდანიაში გადასახლებით მოგვარდება.

მსგავსი სიახლეები