არჩევნები პაკისტანში: სახელმწიფომ მობილური სერვისი ერთი დღით გათიშა

პაკისტანში საპარლამენტო არჩევნები დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობს, რაც მოულოდნელი ბევრისთვის არ ყოფილა. 

მილიონობით ამომრჩეველმა ხმის მიცემა დღეს დაიწყო, ეს იმ ფონზე, როდესაც არჩევნების გაყალბების მაღალ რისკზე უამრავი ადამიანი საუბრობს, ხოლო ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პოლიტიკისი - იმრან ხანი ციხეში იმყოფება და კენჭისყრაში მონაწილეობას ვერ ღებულობს. 

დაძაბულ წინასაარჩევნო კამპანიას, 7 თებერვალს მომხდარი აფეთქება დაემატა, რასაც 28 ადამიანი შეეწირა, რომლის შემდეგაც, ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურების რეკომენდაციით, ხმის მიცემის პერიოდში მობილური ტელეფონის სერვისი გაითიშა, რათა "წესრიგის შენარჩნება" მოხერხდეს. 

ხელისუფლების ოპონენტები, ამ გადაწყვიტელბის უკან, არჩევნების გაყალბების და შედეგებზე ზეგავლენის მოხდენის სურვილს ხედავენ.

ქვეყანაში 128 მილიონი ამომრჩეველია რეგისტრირებული, თუმცა წინასწარი მონაცემებით, მონაწილეთა რეალური მაჩვენებელი მნიშვნელოვნად დაბალი იქნება. 

ხმის მიცემის შედეგად გაირკვევა, ვინ მიიღებს უმრავლესობას ეროვნულ ასამბლეაში, სადაც 336 დეპუტატის ბედი უნდა გაირკვეს, რის შემდეგაც მთავრობის დაკომპლექტება დაიწყება. 

ასევე, ბრძოლა მიმდინარეობს შტატების საკანონმდებლო ორგანოებში -749 ადგილზე, მათ შორის ისეთ მნიშვნელოვან პროვინციებში, როგორიცაა - პენჯაბი, ბელუჯისტანი და სინდი. 

კონტექსტი

პაკისტანში სამხედროების ზეგავლენა პოლიტიკურ პროცესზე ძალიან მაღალია. პროგნოზების მიხედვით, არჩევნებში გამარჯვებას, სავარაუდოდ ნავაზ შარიფის პაკისტანის მუსლიმთა ლიგა მოიპოვებს, რაც მათ შორის, იმით იქნება გამოწვეული, რომ სამხედრო მაღალჩინოსნების ელიტის სიმპათია მის მხარეს არის. 

თავად ნავაზ შარიფი, წარსულში სამჯერ იყო ქვეყნის პრემიერი. იგი ქვეყანაში გასულ წელს დაბრუნდა. 

იმ შემთხვევაში, თუკი გამარჯვებული არ გამოვლინდა, მთავრობის ფორმირების კუთხით, შესაძლოა, მნიშვნელოვანი როლი შეიძლება დაეკისროს ბილავალ ბჰუტოს, რომელიოც პაკისტანის სახალხო პარტიის ლიდერი და ყოფილი პრემიერის, ბენაზირ ბჰუტოს შვილია.

ბენაზირ ბჰუტო 2007 წელს სახალხო პარტიის მიტინგზე მოკლეს. 

ამ არჩევნების კონტექსტზე მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს კიდევ ერთი ყოფილი პრემიერის, იმრან ხანის საკითხი, რომელიც ახლა დაპატიმრებულია. 

იმრან ხანს იმპიჩმენტი 2022 წელს მოუწყვეს, რისი მიზეზიც სამხედრო ელიტასტან დაპირისპირება იყო. კრიკეტის ყოფილ ვარკსვლავს, არჩევნებში მონაწილეობის მიღება არ შეუძლია, რადგანაც სასჯელ კორუფციისა და სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნების მუხლზე იხდის, რასაც ის აბსურდულს უწოდებს. 

რაც შეეხება იმრან ხანის პარტიის წევრებს, მათ ეკრძალებათ ყოფილი პრემიერის პარტიის სახელითა და სიმბოლიკით პროცესში მონაწილეობა, რის გამოც არჩევნებზე დამოუკიდებლად გამოდიან. 

იმრან ხანის არაერთ მომხრეს, არჩევნები არალეგიტიმური ჰგონია, რადგანაც ყოფილ პრემიერსა და მის პარტიას, მონაწილეობის მიღება ხელოვნურად შექმნილი ბარიერების გამო არ შეუძლია. 

წინასაარჩევნო პერიოდის ერთ-ერთი მთავარი საკითხი, ეკონომიკური პრობლემები იყო, რომელიც ქვეყანის მოსახლეობას მწვავედ აწუხებს. უმუშევრობა და მაღალი ინფლანცია, პაკისტანელების მთავარი თავისტკივილია. 

ასევე, არაერთ ამომრჩეველს თუ დამკვირვებელს მიაჩნია, რომ არჩევნების ბედი წინასწარაა განსაზღვრული, ხოლო მთელი ეს პროცესი ფარსია. 

 

 

 

მსგავსი სიახლეები