პაკისტანის ყოფილ პრემიერ-მინისტრს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
პაკისტანის ყოფილ პრემიერ-მინისტრ იმრან ხანს და მის მეუღლეს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს კორუფციისთვის.
მანამდე სპეციალურმა სასამართლომ ხანი სახელმწიფო საიდუმლოების გავრცელებისთვის გაასამართლა და 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
2022 წელს ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ, ეს ხანის მესამე განაჩენია.
ხანს და მის მეუღლეს ბრალად ედებოდათ სახელმწიფო საჩუქრების შენახვა-გაყიდვა, როდესაც ის ხელისუფლებაში იყო.
ბრალდებულებმა კატეგორიულად უარყვეს პაკისტანის ანტიკორუფციული ბიუროს ბრალდებები და განაცხადეს, რომ თანამდებობაზე ყოფნისას მიღებული სახელმწიფო საჩუქრები გაყიდეს ან პირადი სარგებლობისთვის ინახავდნენ. ეს საჩუქრები მოიცავდა საუდის არაბეთის პრინცის სამკაულებს.
სასამართლომ ხანს 10 წლით აუკრძალა საჯარო თანამდებობის დაკავება.
მისმა ადვოკატმა ბაბარ ავანმა განაცხადა, რომ ყოფილი პრემიერი ისე ნაჩქარევად გაასამართლეს, რომ მოსამართლე არ დაელოდა მისი იურიდიული გუნდის მოსვლას. მან აღნიშნა, რომ ხანის ფუნდამენტური უფლებები დაირღვა და საქმე უზენაეს სასამართლოებში გასაჩივრდება.
ამ სასჯელის გამოტანამდეც, ბევრი უკვე ეჭვქვეშ აყენებდა მომავალ ხუთშაბათს ჩასატარებელი არჩევნების სანდოობას, ხანის დაპატიმრება კი მისი პარტიის შანსებს სერიოზულად შეამცირებს.