არესტოვიჩი: 30 სექტემბერი მსოფლიო ისტორიის ერთ-ერთ გამორჩეულ დღედ ჩაითვლება

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის მრჩეველმა, უკრაინელმა ბლოგერმა ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ 30 სექტემბერი არის დღე, როდესაც უკრაინა დე ფაქტო აღიარეს დასავლეთის ნაწილად. მან საკუთარი მოსაზრება ფეისბუქზე გამოაქვეყნა.

"მართალი გითხრათ, მთელი ამ რვა წლის განმავლობაში სერიოზულად სკეპტიკურად ვუყურებდი დასავლეთის შესაძლებლობებს, დაბრუნებოდა ფასეულობებს კეთილდღეობის ნაცვლად. პუტინი გამუდმებით ექსპლუატაციას უწევდა არა მხოლოდ საკუთარ მოსახლეობას, არამედ დასავლეთსაც, ცდილობდა რა მხოლოდ ეიძულებინა ისინი გაეტარებინათ ამორალური პოლიტიკა, არამედ მთლიანად დაეკარგათ ზნეობა", - წერს ის.

მისი აზრით, დასავლეთმა ახლა "კორუფციის ნაცვლად ღირებულებები აირჩია". არესტოვიჩის თქმით, გაერო ელოდება რეფორმირებას, ხოლო სამყარო - მსოფლიო წესრიგის ცვლილებას, "დამპალი იმპერიის სახით შავი ხვრელის გარეშე" ცივილიზაციის განვითარების კოოპერატიული მენეჯმენტის გაჩენას.

"პუტინის რუსეთის ფედერაციის განიარაღებას და დენაფიციკაციას დასავლეთი აღმოსავლეთთან ერთად მოახდენს - ინდოეთთან და ჩინეთთან ერთად, რომლებმაც მიატოვეს მანიაკი სამარყანდის შეხვედრაზე", - თქვა არესტოვიჩმა.

როგორც არესტოვიჩმა განაცხადა, 30 სექტემბრის მსგავსი მოვლენები სულ მცირე 100 წელია არ ყოფილა.

”ასე რომ, ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ არა მხოლოდ დასავლეთი აღდგა, მსოფლიო აღდგა. ის აღდგა უკრაინელი ქვეითების სისხლზე. ჯარისკაცების და ხალხის. ეს იყო ჩვენი გამძლეობა - მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიომ თავიდან რეალურად ჩამოგვწერა. ამან შეცვალა მსოფლიო ისტორიის მთელი მიმდინარეობა და მსოფლიო ცივილიზაციის განვითარება სულ სხვა გზით - პერსპექტივაში სინათლის გზაზე დააყენა. ეს გააკეთეს უკრაინელებმა - ჩვენ თქვენთან ერთად, ყველამ ერთად", - წერს ის.

ახლა უკრაინის ამოცანაა აღადგინოს ეკონომიკა, დაძლიოს კორუფცია, შექმნას უფრო ეფექტური მმართველობის ფორმები და უზრუნველყოს მთავრობისა და ხალხის ერთიანობა განვითარების ძირითად საკითხებში, წერს ის.

„ჩვენ მოვაგვარებთ ყველა ამ პრობლემას. უკრაინელებმა თავიანთი მხრებით, სხეულებით აღმართეს კარიბჭე მომავლისკენ - ახალი, უკეთესი, ნათელი მომავლისაკენ მთელი მსოფლიოსთვის. დიდი დღეა. დიდებული დღე. გესმით, ჩვენ არ მივმართავდით, ეს გადაწყვეტილება დასავლეთთან რომ არ ყოფილიყო შეთანხმებული?... 30 სექტემბერი მსოფლიო ისტორიის ერთ-ერთ გამორჩეულ დღედ ჩაითვლება", - დასძინა არესტოვიჩმა.

30 სექტემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა დაჩქარებული წესით ნატოში გაწევრიანების შესახებ განაცხადს შეიტანს.

მსგავსი სიახლეები