აშშ-ის სენატმა მხარი დაუჭირა უკრაინისთვის $45 მილიარდის გამოყოფას

აშშ-ის სენატმა მხარი დაუჭირა $1.7 ტრილიონის სამთავრობო ხარჯების კანონპროექტს 2023 წლის ფისკალური წლისთვის, რომელიც უკრაინისა და ნატოს წევრი ქვეყნებისთვის 45 მილიარდი დოლარის დახმარებას მოიცავს. ამის შესახებ CNN წერს.
ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტი ხმათა უმრავლესობით მიიღეს (68 – მომხრე, 29 – წინააღმდეგი). ის ასევე უნდა მიიღოს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ, რის შემდეგაც კანონპროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტ ჯო ბაიდენს წარედგინება.
როგორც CNN აღნიშნავს, წარმომადგენელთა პალატას ცოტა დრო აქვს კანონპროექტის მისაღებად - კანონმდებლები "საათებს ითვლიან", რათა თავიდან აიცილონ "შათდაუნი", რომელიც შეიძლება პარასკევს მოხდეს, თუ ბიუჯეტს არ მიიღებენ.
პრეზიდეტმა ბაიდენმა ვოლოდიმირ ზელენსკის ვაშინგტონში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ "ელოდება შესაძლებლობას ხელი მოაწეროს" კანონს.