აშშ-ის სენატში უკრაინის დახმარებაზე პროცედურული კენჭისყრა ჩატარდა

23 აპრილს, აშშ-ის სენატმა მხარი დაუჭირა უკრაინის სამხედრო და ეკონომიკური დახმარების შესახებ კანონპროექტის განხილვის პროცედურის შემცირებას.

80-მა სენატორმა მხარი დაუჭირა უმრავლესობის ლიდერის, ჩაკ შუმერის შუამდგომლობას "დებატების დასრულების შესახებ", რომელიც უკრაინის დახმარების საკანონმდებლო პაკეტის დაჩქარებული პროცედურით მიღების საშუალებას იძლევა, წინააღმდეგი 19 სენატორი იყო.

მანამდე რესპუბლიკელმა სენატორმა მაიკ ლიმ შეიტანა შესწორება, რომლითაც კანონპროექტის განხილვის გადადებას ითხოვდა, მაგრამ ის უბრალო უმრავლესობით ჩააგდეს.

ამჟამინდელი პროცედურული გადაწყვეტილების შემდეგ, სენატორებს 30 საათი ექნებათ კანონპროექტის განსახილველად, რის შემდეგაც საბოლოო კენჭისყრა ჩატარდება. გადაწყვეტილების მისაღებად ხმების უბრალო უმრავლესობა საკმარისია.

უკრაინის ელჩმა შეერთებულ შტატებში ოქსანა მარკაროვამ გაიხსენა, რომ თებერვალში, სენატში უკრაინის დახმარების შესახებ წინა კენჭისყრისას, სენატორების გამოსვლები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა, ამიტომ "პროცედურის ამ ნაწილის ხანგრძლივობა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენი სენატორი გამოთქვამს სურვილს ისაუბროს და რამდენ ხანს გაგრძელდება გამოსვლები."

კონტექსტი

შაბათს, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა უკრაინის საგარეო დახმარების კანონპროექტს.

95 მილიარდი დოლარის საკანონმდებლო პაკეტიდან 61 მილიარდი უკრაინის სამხედრო დახმარებაა, 17 მილიარდი - ისრაელის.

უკრაინის დახმარების თანხა შემდეგნაირად განაწილდება: $27 მილიარდი - პირდაპირი სამხედრო დახმარება; $23 მილიარდი - ამერიკის სამხედრო არსენალების შევსება; $7.8 მილიარდი - პირდაპირი საბიუჯეტო დახმარება; $1.8 მილიარდი  - ეკონომიკის პრიორიტეტული სექტორებისთვის.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პირობა დადო, რომ სენატში მხარდაჭერის შემდეგ, პროექტს ხელს მოაწერს.

ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის ფარგლებში უკრაინისთვის განკუთვნილი შეიარაღების დიდი ნაწილი უკვე გერმანიისა და პოლონეთის სამხედრო საწყობებშია, რაც დააჩქარებს გადაცემის პროცესს.

Politico-ს ინფორმაციით, პირველ პაკეტის ფარგლებში უკრაინა ჩვეულებრივზე უფრო მოცულობით სამხედრო დახმარებას მიიღებს. წყაროს ცნობით, საუბარია სხვადასხვა ტიპის ჯავშანმანქანებზე, საზენიტო-სარაკეტო სისტემებსა და საარტილერიო ჭურვებზე.

მსგავსი სიახლეები