აშშ-მ ტაივანის ფლოტის გასაძლიერებლად 120 მლნ $-ის კონტრაქტი დაამტკიცა
აშშ-ს მთავრობამ 120 მილიონი დოლარის მოცულობის შესყიდვის კონტრაქტი დაამტკიცა, რომელიც ტაივანს საზღვაო თავდაცვის გაძლიერებაში დაეხმარება.
კონტრაქტის მიხედვით, ტაივანი აშშ-სგან ხომალდების მართვის სისტემების და სათადარიგო ნაწილების შეძენას და ამერიკული თავდაცვის ინდუსტრიისგან ლოჯისტიკური და სხვა სახის დახმარების მიღებას შეძლებს.
ტაივანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, კონტრაქტი ძალაში სავარაუდოდ ერთ თვეში შევა.
„ჩვენი ქვეყნის ირგვლივ აკვატორიასა და საჰაერო სივრცეში ჩინური სამხედრო ხომალდების ბოლოდროინდელი მოქმედებების ფონზე, [აშშ-სგან შეძენილი] გემის ნაწილები ჩვენს საბრძოლო მზადყოფნას გაზრდის“, - ნათქვამია განცხადებაში.
ბოლო თვეების განმავლობაში ჩინეთის ავიაცია ტაივანის საჰაერო ზონის სიახლოვეს ათეულობით ფრენას ახორციელებს.
ტაივანის წყლებთან ახლოს ჩინეთის ფლოტი რეგულარულად ატარებს საზღვაო წვრთნებს.