აშშ: რუსეთს უკრაინაში ინტერვენციის დაწყების შემდეგ მოსაკლავი და დასაკავებელი პირების სია აქვს
ჟენევაში, გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში ამერიკის წარმომადგენელმა ბასშიბა ნელ კოკერმა გაეროს ადამიანის უფლებათა კომისიის ხელმძღვანელს, მიშელ ბაჩელეტს წერილი გაუგზავნა, რომელშიც საუბარია, რომ რუსეთს უკრაინის მოქალაქეთა სია აქვს შედგენილი. წერილის თანახმად, რუსეთი უკრაინის ოკუპაციის შემდეგ ამ პირების მოკვლას ან დაკავებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას New York Times ავრცელებს.
წერილის მიხედვით, რუსეთი ინტერვენციის დაწყების შემდეგ კონკრეტული პირების გატაცებას, მკვლელობასა და წამებას აპირებს.
"ჩვენ ასევე გვაქვს სანდო ინფორმაცია, რომ რუსული ძალები, სავარაუდოდ, გამოიყენებენ ლეტალურ მეთოდებს მშვიდობიანი პროტესტების დასაშლელად", – ნათქვამია წერილში.
წერილში ნათქვამია, რომ რუსეთის სამიზნეები შესაძლოა გახდნენ ის პირები, რომლებიც შეეწინააღმდეგებიან მათ ქმედებებს, ასევე უკრაინელი ჟურნალისტები, ანტიკორუფციული აქტივისტები, უკრაინაში მცხოვრები ბელარუსი დისიდენტები, ეთნიკური და სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლები.