აშშ საუდის არაბეთს 650 მლნ დოლარის შეიარაღებას მიყიდის
ხუთშაბათს ბაიდენის ადმინისტრაციამ საუდის არაბეთისთვის 650 მილიონი დოლარის ღირებულების შეიარაღების მიყიდვის ხელშეკრულება დაამტკიცა.
სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, აღნიშნული შეიარაღება ახლო აღმოსავლელ მოკავშირეს იემენელი ჰუსიტების შეტევის მოგერიებაში დაეხმარება.
„იარაღის შესყიდვა სრულ თანხმობაშია თეთრი სახლის პოლიტიკასთან, დიპლომატიური გზით ხელი შეუწყოს იემენის კონფლიქტის დასრულებას, და, ამავდროულად, საუდის არაბეთს ჰუსიტების საჰაერო დარტყმებისგან თავის დაცვაში დაეხმაროს“, - განაცხადა საგარეო უწყების პრესსპიკერმა.
აშშ-ს წინა პრეზიდენტის, ტრამპის ადმინისტრაციას ხშირად აკრიტიკებდნენ საუდის არაბეთის შეიარაღებით მომარაგებაში.
ტრამპმა ვეტო დაადო კონგრესის მიერ ორპარტიული მხარდაჭერით მიღებულ რამდენიმე რეზოლუციას, რომლებიც მიზნად საუდის არაბეთისთვის იარაღის შესყიდვის ემბარგოს გამოცხადებას და იემენის ომში აშშ-ს მონაწილეობის დასრულებას ისახავდა.
საუდის არაბეთმა იემენში ცენტრალური ხელისუფლების აღსადგენად სამხედრო ინტერვენცია 2015 წლის მარტში დაიწყო.
ჰუსიტები, რომლებმაც ირანის მხარდაჭერით სარგებლობენ, პერიოდულად საუდის არაბეთის ტერიტორიაზე საჰაერო დარტყმებს ახორციელებენ.