აშშ უკრაინას HIMARS-ების საბრძოლო მასალას, საარტილერიო ჭურვებს და გენერატორებს გადასცემს

9 დეკემბერს პენტაგონმა გამოაქვეყნა იმ აღჭურვილობის სია, რომელიც შევა უკრაინის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტში.

გუშინ აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოაცხადა 275 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი.

"იმ კრიტიკული აღჭურვილობის უზრუნველყოფის გარდა, რომელსაც უკრაინა ასე ეფექტურად იყენებს ბრძოლის ველზე თავდაცვისთვის, დახმარების ეს პაკეტი უკრაინას მისცემს ახალ შესაძლებლობებს საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად". - ნათქვამია პენტაგონის განცხადებაში.

სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას მიაწვდის:

  • დამატებითი საბრძოლო მასალა HIMARS-ის სარაკეტო სისტემებისთვის;
  • 80 ათას 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვს;
  • აღჭურვილობას უპილოტო საფრენ აპარატებთან საბრძოლველად;
  • საჰაერო თავდაცვის საშუალებებს;
  • მაღალი გამავლობის მრავალფუნქციური მანქანებს (HMMWV), სასწრაფო დახმარების მანქანებს და სამედიცინო აღჭურვილობას;
  • დაახლოებით 150 გენერატორს;
  • საველე აღჭურვილობას.

2021 წლის იანვარში, ბაიდენის ადმინისტრაციის ხელისუფლებაში მოსვლიდან, ამერიკამ 20 მილიარდი დოლარი გამოყო უკრაინის უსაფრთხოებისთვის, მათ შორის, 19.3 მილიარდი დოლარი 2022 წლის 24 თებერვლიდან, როდესაც რუსეთის სრულმასშტაბიანი ინტერვენცია დაიწყო.

მსგავსი სიახლეები