აშშ უკრაინასა და ნატოს მოკავშირეებს თითქმის $45 მილიარდს გამოუყოფს

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა წარადგინა კანონპროექტი 2023 წლის საჯარო დაფინანსების შესახებ, რომელიც უკრაინისა და ნატოს მოკავშირეებისთვის 44.9 მილიარდი დოლარის დახმარების გადაცემას ითვალისწინებს. ამ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

$1.7 ტრილიონიანი სახელმწიფო დაფინანსების კანონპროექტი რეკორდულ სამხედრო ხარჯებს მოიცავს.

Reuters წერს, რომ შარშანდელ 740 მილიარდიანი თავდაცვის ბიუჯეტთან შედარებით, აშშ წელს რეკორდულ, 858 მილიარდი დოლარის ბიუჯეტს დამტკიცებს.

სენატისა და წარმომადგენელთა პალატის ლიდერებს სურთ, მიიღონ კანონპროექტი და პრეზიდენტ ჯო ბაიდენს კვირის ბოლომდე გაუგზავნონ, რათა დარწმუნდნენ, რომ მთავრობის საქმიანობა არ შეფერხდება.

მსგავსი სიახლეები