აშშ უკრაინას $1.8 მილიარდის სამხედრო დახმარებას გადასცემს

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას დახმარების ახალ, 1.8 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გამოაცხადებს, რომელიც პირველად მოიცავს Patriot-ის საზენიტო სარაკეტო სისტემის ბატარეას.

ამ ინფორმაციას სააგენტო AP წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. მოგვიანებით იგივე განაცხდა თეთრი სახლის სპიკერმაც.

პაკეტი, რომელიც სავარაუდოდ 21 დეკემბერს გამოცხადდება, მოიცავს დაახლოებით 1 მილიარდი დოლარის იარაღს პენტაგონის მარაგებიდან და კიდევ 800 მილიონი დოლარის დაფინანსებას უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივიდან.

Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემა იქნება ყველაზე თანამედროვე საზენიტო-სარაკეტო სისტემა, რომელიც დასავლეთმა უკრაინას გადასცა. უკრაინელი სამხედროების ახალ სისტემებზე წვრთნას შეიძლება რამდენიმე კვირა დასჭირდეს.

Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის გარდა, შეერთებული შტატები კიევს HIMARS-ების რაკეტებს, ათასობით საარტილერიო ჭურვს, სატვირთო მანქანებს და HARM-ის ანტი-სარადარო მართვად რაკეტებს გადასცემს. ასევე უკრაინა მიიღებს Joint Direct Attack Munition (JDAM) კომპლექტებს, რომელიც ჩვეულებრივი თავისუფალი ვარდნის ბომბებს "ჭკვიან" საბრძოლო მასალად გარდაქმნის.

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ 2023 წლის საჯარო დაფინანსების კანონპროექტის მიხედვით, კონგრესი მზად არის უკრაინისთვის 44.9 მილიარდი დოლარის დახმარება დაამტკიცოს.

მსგავსი სიახლეები