ავღანეთში რეკორდული სიცივის შედეგად 160-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა
10 იანვრიდან, ავღანეთში რეკორდული სიცივის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 166-ს მიაღწია. ამის შესახებ 28 იანვარს, ავღანეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტრომ განაცხადა.
ჰაერის ტემპერატურა არაერთხელ დაეცა მინუს 33 გრადუს ცელსიუსამდე. ყინვებს თან ახლდა ძლიერი თოვლი და მოყინული წვიმა. რამდენიმე რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება გაითიშა. ადგილობრივი მეტეოროლოგების აზრით, ეს ზამთარი "რა თქმა უნდა, ყველაზე ცივია ბოლო წლების განმავლობაში."
როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ აღნიშნა, 23 იანვრიდან ავღანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში, ბადახშანის პროვინციის სოფელში მწვავე რესპირატორული ინფექციით 17 ადამიანი გარდაიცვალა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, რთული მეტეოროლოგიური პირობები ართულებს ჰუმანიტარული მუშაკების ტერიტორიაზე მისვლას. ჯანმომ სიკვდილის მიზეზად ასევე ხანძარი და გაზით მოწამვლა დაასახელა, რომელიც გათბობისთვის გამოიყენება.
ავღანეთი საერთაშორისო იზოლაციაში რადიკალური ისლამისტური მოძრაობა "თალიბანის" ხელისუფლებაში მოსვლის გამო არის. ქვეყანა ერთ-ერთ უმძიმეს ჰუმანიტარულ კრიზისს განიცდის. 38 მილიონი ადამიანის ნახევარზე მეტს არ აქვს უსაფრთხო საკვების მიწოდება და სამი მილიონი ბავშვი რეგულარულად განიცდის საკვების ნაკლებობას.