ავღანეთში საწვავის ტანკერი აფეთქდა, სულ მცირე 19 ადამიანი დაიღუპა
18 დეკემბერს ავღანეთში საწვავის ტანკერი აფეთქდა, რამაც ადამიანების დაღუპვა გამოიწვია. ამ ინფორმაციას Associated Press ადგილობრივ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
აფეთქების შედეგად, სულ მცირე 19 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ხუთი ქალი და ორი ბავშვი.
ვრცელდება ინფორმაცია 32 დაშავებულზეც, თუმცა მათი რაოდენობაც და დაღუპულთა რიცხვიც შესაძლოა გაიზარდოს, რადგან ხალხი ნანგრევების ქვეშ რჩება. ყველა გარდაცვლილის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა.
ქაბულიდან ჩრდილოეთით 130 კილომეტრში მდებარე სალანგის სატრანსპორტო გვირაბში, რომელიც 1960-იან წლებში აშენდა, ხანძარი გაჩნდა.
გვირაბი, სადაც აფეთქება მოხდა, არის "საკვანძო რგოლი" ჩრდილოეთ და სამხრეთ ავღანეთს შორის.