"აზოვი": ჩვენ ვერ დავნებდებით, რადგან ასეთი ბრძანება არ მიგვიღია
უკრაინის ეროვნული გვარდიის აზოვის პოლკს, რომელიც სხვა დანაყოფებთან ერთად აგრძელებს მარიუპოლში აზოვსტალის ქარხნის დაცვას, არ მიუღია ბრძანება დანებების შესახებ. ამის შესახებ 10 მაისს პოლკის წარმომადგენელმა, დაზვერვის დეპარტამენტის ოფიცერმა ილია სამოილენკომ Sky News-თან ინტერვიუში განაცხადა.
"ჩვენ ვერ დავნებდებით, რადგან ასეთი ბრძანება არ მიგვიღია. ეს ნიშნავს, რომ წინა (ბრძანება დაცვაზე) ძალაში რჩება, ჩვენ მას ცალსახად ვასრულებთ", - განაცხადა მან.
სამოილენკომ, კითხვაზე პასუხის გაცემისას, თუ არის მზად იარაღი დაყაროს სიცოცხლის გადარჩენის პირობით, მან აღნიშნა, რომ აზოვი რუსეთში ტერორისტულ ორგანიზაციადაა აღიარებული და მის ძმებს 25 წლიანი პატიმრობა ელით. გარდა ამისა, ისინი რუსული დანაშაულების მოწმეები არიან მარიუპოლში, სადაც ბოლო მონაცემებით 25 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
"რუსების ინტერესებში არ არის ცოცხალი მოწმეების დატოვება," - თქვა აზოვის მებრძოლმა.
ამავდროულად, სამოილენკო დარწმუნებულია, რომ არსებობს სამხედრო გზა აზოვსტალის ქარხნის და მებრძოლების გასათავისუფლებლად.
"ეს შესაძლებელია სამხედრო საშუალებებით და შესაძლებელია პოლიტიკური საშუალებებით. ჩვენ შეგვიძლია გითხრათ, როგორ გავაკეთოთ ეს სამხედრო გზით, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს საიდუმლო ინფორმაციაა", - განუცხადა მან Sky News-ს.
დეტალებზე საუბარზე უარის თქმის მიუხედავად, მან აღნიშნა, რომ "სამთავრობო კაბინეტებში" მსხდომებს კარგად არ ესმით ოპერატიული ვითარება და "აქ სხვა რეალობაა" და მარიუპოლის წინააღმდეგობის დამარცხებას კატასტროფული შედეგები მოჰყვება რეგიონისა და მთელი ქვეყნისთვის.