ბაჰრეინმა ისრაელიდან ელჩი გამოიწვია და ეკონომიკური კავშირები შეაჩერა

ბაჰრეინმა ისრაელიდან ელჩის გაწვევისა და ეკონომიკური კავშირების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. მიზეზი ღაზის სექტორში ისრაელის არმიის სახმელეთო ოპერაციაა. 

მანამა დატოვა ისრაელის ელჩმაც ბაჰრეინში. 

საყურადღებოა, რომ ბაჰრეინმა და ისრაელმა დიპლომატიური ურთიერთობები 3 წლის წინ, ე.წ. აბრაამის შეთანხმების ფარგლებში დაამყარეს. 

2020 წელს ხელმოწერილ დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2 ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება არაბულ-ისრაეული კონფლიქტის დეესკალაციის გზაზე მნინშვნელოვან მიღწევას წარმოადგენს. 

ამ დროიდან მოყოლებული ბაჰრეინსა და ისრაელს შორის კავშირები ფართოვდებოდა. გასული წლის დეკემბერში ბაჰრეინში ვიზიტით იმყოფებოდა ისრაელის პრეზიდენტი, იცხაკ ჰერცოგი. 

პროცესი არაბულ სამყაროში ისრაელის საწინააღმდეგო განწყობებისა ზრდისა და საპროტესტო დემონსტრაციების ფონზე მიმდინარეობს. პირველ ნოემბერს ისრაელიდან ელჩი გაიწვია იორდანიამაც - ერთ-ერთმა პირველმა არაბულმა სახელმწიფომ, რომელმაც ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზაცია დაიწყო.

 

მსგავსი სიახლეები