ბაიდენი: კონფლიქტი არ დასრულდება, სანამ პუტინი უკრაინიდან არ წავა

ჯო ბაიდენის თქმით, კონფლიქტის დარეგულირება შესაძლებელი უკრაინიდან რუსული ჯარების გაყვანის შემდეგ იქნება. 

ამის შესახებ ბაიდენმა ჟურნალისტებთან საუბრისას Andrews-ის სამხედრო ბაზაზე განაცხადა. 

"მიმაჩნია, რომ კონფლიქტი არ დასრულდება სანამ ვლადიმირ პუტინი უკრაინიდან არ წავა",- თქვა ბაიდენმა. 

თავის მხრივ უკრაინიდან რუსული ჯარების გაყვანას მოლაპარაკებების დაწყების ერთ-ერთ წინაპირობად ასახელებენ უკრაინაშიც, რასაც თან ახლავს მიყენებული ზარალის ანაზღაურებისა და სამხედრო დამნაშავეების დასჯის მოთხოვნა. 

თეთრი სახლის მაღალჩინოსნებს - ისინი მიიჩნევენ, რომ ნებისმიერი პაუზა რუსეთს ძალების აღსადგენად საჭირო დროს მისცეს და არცერთი მხარე არ არის მზად სერიოზული პროცესის დასაწყებად.

ბაიდენი და მისი მრჩეველი მიიჩნევენ, რომ თუ კი აშშ კონფლიქტის ამ ეტაპზე მოლაპარაკებების განახლების ინიციატივით გამოვა, ამან შესაძლოა არასწორი სიგნალი გაუგზავნოს ვლადიმირ პუტინს. თეთრ სახლში შიშობენ, რომ პუტინი ამ ფონზე შეეცდება გაწელოს კონფლიქტი და მისი ამოცანები უნებლიედ ამერიკელმა ჩინოვნიკებმა შეასრულონ. 

 

მსგავსი სიახლეები