ბაიდენი: ვიცი, რომ დებატებში ისეთი კარგი არ ვარ როგორც ადრე

ჯო ბაიდენის თქმით, დონალდ ტრამპთან გამართული საპრეზიდენტო დებატების პირველი რაუნდი არ იყო ყველაზე იღბლიანი.

პრეზიდენტ ბაიდენის ციტატას NBC ავრცელებს. 

"ვიცი, რომ აღარ ვარ ახალგაზრდა, ვეღარ დავდივარ ისე მსუბუქად როგორც ადრე. ვიცი, რომ ვეღარ ვლაპარაკობ ისე მწყობრად როგორც ადრე, დებატებშიც აღარ ვარ ისეთი კარგი როგორც ადრე, მაგრამ ვიცი, რომ ვიცი როგორ შემიძლია ვილაპარკო სიმართლე",- განაცხადა ჯო ბაიდენმა. 

აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, ყოველი მიღებული დარტყმის შემდეგ აუცილებელია ფეხზე წამოდგომა და ძალების აღდგენა და განაცხადა, რომ აპირებს ჩრდილოეთ კაროლინაში გამარჯვებას. 

კონტექსტი 

28 ივნისს ტელეარხ CNN-ის ორგანიზებით 2024 წლის პირველი საპრეზიდენტო დებატები გაიმართა. დებატების დასრულების შემდეგ გამოქვეყნებულ გამოკითხვაში მაყურებელთა 67%-მა გამარჯვებულად დონალდ ტრამპი გამოაცხადა. ამავე აზრზეა არიან ანალიტიკოსებისა და კომენტატორების უმრავლესობა. 

ბაიდენის გამოსვლამ დემოკრატიული პარტიის ბანაკში დიდი იმედგაცრუება გამოიწვია. გააქტიურდა საუბრები ჯო ბაიდენის შესაძლო ჩანაცვლების შესახებ. ბაიდენის საკუთარი კანდიდატურის მოხსნისკენ მოუწოდეს დემოკრატების მიმართ სიმპათიით განწყობილმა ანალიტიკოსებმა. 

უფრო ვრცლად დებატების შესახებ წაიკითხეთ ბმულზე

მსგავსი სიახლეები