ბაიდენის ადმინისტრაცია ასტრაზენეკას მილიონობით დოზას სხვა ქვეყნებს გაუგზავნის
ბაიდენის ადმინისტრაცია AstraZeneca-ს ვაქცინის 60 მილიონი დოზის გასაგზავნად ემზადება იმ ქვეყნებში, რომლებსაც ვაქცინის მწვავე დეფიციტი აქვთ.
აშშ-ს უკვე მარაგში აქვს AstraZeneca-ს ვაქცინის 10 მილიონი დოზა და კიდევ 50 მილიონი დამზადების პროცესშია.
ჯერ უცნობია, რომელ ქვეყნებში გააგზავნის ამერიკა ვაქცინას და მათი გაცემა COVAX პლატფორმით მოხდება, თუ პირდაპირ ქვეყნები მიიღებენ.
ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება მოჰყვა პრეზიდენტის განცხადებას, რომ აშშ ინდოეთს დაეხმარებოდა ვაქცინის შექმნისთვის საჭირო კომპონენტებით. ინდოეთი AstraZeneca-ს ვაქცინის ანალოგს, Covishield-ს ინდოეთის სერუმის ინსტიტუტში აწარმოებს.