ბაიდენი პუტინს: რუსეთის უკრაინაში შეჭრას მტკიცე პასუხს გავცემთ
ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსი კოლეგა ვლადიმირ პუტინი გააფრთხილა, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, აშშ და მისი მოკავშირეები, რუსეთს მტკიცე ზომებით უპასუხებენ, რასაც მყისიერი და მტკივნეული შედეგები მოჰყვება.
ორი პრეზიდენტის საუბარი დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდა. თეთრი სახლის განცხადებით, ბაიდენმა მკაფიოდ აუხსნა პუტინს, თუ რა რისკებთან არის დაკავშირებული, უკრაინაში შეჭრა.
"პრეზიდენტი ბაიდენმა მკაფიოდ დააფიქსირა, რომ თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, ამერიკა და მისი მოკავშირეები მტკიცე პასუხს გასცემენ რუსეთს, რასაც მყისიერი და მტკივნეული შედეგები მოჰყვება. პრეზიდენტმა ბაიდენმა გაიმეორა, რომ რუსეთის შემდგომი შეჭრა უკრაინაში გამოიწვევს უამრავი ადამიანის ტანჯვას და შეასუსტებს რუსეთის პოზიციებს." - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.
პრეზიდენტების საუბარი ამერიკის მიერ უკრაინიდან სამხედროების გამოყვანიდან ორ საათში შედგა. დღესვე, პრეზიდენტმა ბაიდენმა კიევში ამერიკის საელჩოს ევაკუაციის ბრძანება გასცა, რადგანაც არსებობს მოლოდინი, რომ ომი უახლოეს დღეებში დაიწყება.