ბაიდენმა არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზე ომში დაღუპულებს პატივი მიაგო
პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხსოვნის დღეს ომში დაღუპულ ჯარისკაცებს პატივი მიაგო.
პრეზიდენტმა პირველ ლედისთან, ჯილ ბაიდენთან, ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისთან და მის მეუღლესთან დაგ ემჰოფთან ერთად უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო: “ეს ერი დაფუძნდა იდეაზე, თავისუფლების იდეაზე და ყველა ადამიანისთვის შესაძლებლობების მიცემის იდეაზე. ჩვენ ჯერ არასდროს მიგვიღწევია დამფუძნებლების ამ მისწრაფებისთვის, მაგრამ ყველა თაობა უფროდაუფრო ფართოდ აღებს კარებს ამისთვის.”
ცერემონიას ესწრებოდა ამერიკის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი და გაერთიანებული შტაბების უფროსი მარკ მილი.
კვირას ბაიდენმა დელავერის შტატში ოქროს ვარსკვლავის სამხედრო ოჯახებს მიმართა. იქამდე კი ის და მისი ოჯახის წევრები მისი გარდაცვლილი შვილის, ბო ბაიდენის მემორიალზე მესას დაესწრნენ. ბო ბაიდენი 6 წლის წინ, ტვინის კიბოს შეეწირა.