ბალტიის ზღვაში ნატოს მასშტაბური წვრთნები იწყება

ბალტიის ზღვაში ნატოსა და BALTOPS-ის პარტნიორების ერთობლივი წვრთნები იწყება, რომელიც ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

ამის შესახებ ესტონური და ფინური მედია წერს.

წვრთნებს აშშ-ის საზღვაო ძალების მე-6 ფლოტის მეთაური ხელმძღვანელობს. სწავლების მიზანია მოკავშირეთა ძალების თავსებადობის გაზრდა.  

მანევრებში მონაწილეობას 20 ქვეყნიდან 6000-მდე სამხედრო, 50 ხომალდი და 45-მდე თვითმფრინავი და ვერტმფრენი მიიღებს. წვრთნების მონაწილეები ესტონეთში გასულ კვირას ჩავიდნენ.

ესტონეთის საზღვაო ძალების სარდალი იური სასკა აღნიშნავს, რომ ეს ქვეყნისთვის ისტორიული მოვლენაა, რადგან ეს პირველი ასეთი მასშტაბის სწავლებაა ესტონეთის წყლებში.

ეს 1972 წლიდან ბალტიის ზღვაში გამართული ყველაზე მასშტაბური მრავალეროვნული წვრთნებია.

გარდა ამისა, ივნისში გერმანიაში ნატოს ქვეყნების საჰაერო ძალების ფართომასშტაბიანი წვრთნები გაიმართება, რაც ალიანსის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური მსგავსი მანევრებია.

მსგავსი სიახლეები