ბელარუს საპრეზიდენტო კანდიდატ ვიქტორ ბაბარიკოს 14 წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების ყოფილ კანდიდატ ვიქტორ ბაბარიკოს 14 წლიანი პატიმრობა მიესაჯა. 

ბაბარიკოს ფულის გათეთრების და ქრთამის აღების ბრალდებით პატიმრობის გარდა, 57 000 $-ის გადახდა დაეკისრა. 

ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატი ბრალდებებს უარყოფს და მათ პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

შარშანდელ საპრეზიდენტო არჩევნებზე ის ლუკაშენკოს მთავარ კონკურენტად მიიჩნეოდა, თუმცა, დააპატიმრეს და კანდიდატობა აუკრძალეს.

ბაბარიკოს 14 წლიანი განაჩენი კრიტიკულად შეაფასა ამერიკის საელჩომ მინსკში.

მსგავსი სიახლეები