ბელარუსმა 16 იანვრიდან რუსეთთან ერთობლივი წვრთნები დააანონსა
ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 16 იანვრიდან პირველ თებერვლამდე პერიოდში რუსეთის საჰაერო-კოსმოსურ ძალებთან ერთობლივი საჰაერო წვრთნები გაიმართება.
ამის შესახებ ინფორმაციას ბელარუსის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
"წვრთნების დროს გამოყენებული იქნება ბელარუსის სამხედრო-საჰაერო ძალების და საჰაერო თავდაცის ძალების ყველა აეროდრომი.
კონტექსტი
24 თებერვალს რუსეთის ჯარები უკრაინაში მათ შორის ბელარუსის ტერიტორიიდანაც შეიჭრნენ. სწორედ ამ ქალაქ გომელიდან წამოსულ ნაწილებს უნდა დაეკავებინათ კიევი.
გარდა ამისა ბელარუსის ტერიტორია და ქვეყანაში მდებარე აეროდრომები პერიოდიულად გამოიყენება უკრაინაზე სარაკეტო და საავიაციო თავდასხმებისთვის.
ბოლო 2 თვის განმავლობაში ბელარუსში რუსეთის სამხედრო დაჯგუფების შემადგენლობა მუდმივად იზრდება - 28 დეკემბრის მონაცემებით ბელარუსის ტერიტორიაზე 10 ათასი რუსი ჯარისკაცია განლაგებული.
დღეს, 8 იანვარს ბელარუსში რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების 9 ვერტმფრენი ჩავიდა, მოსალოდნელია რომ ისინი მონაწილეობას მიიღებენ დაგეგმილ წვრთნებში.
სამხედრო ექსპერტების აზრით, ბელარუსის ტერიტორიაზე განლაგებული რუსი ჯარისკაცებისა და სამხედრო ტექნიკის რაოდენობა კიევზე ხელახალი იერიშისთვის საკმარისი არ არის.