ბელგია უკრაინას ახალ უპილოტო წყალქვეშა აპრატებს გადასცემს
ბელგია უკრაინას დისტანციურად მართვად უპილოტო წყალქვეშა აპარატებს R7-ებს გადასცემს, რომელსაც ECA Robotics Belgium აწარმოებს. ამ ინფორმაციას 28 ნოემბერს Navy Recognition ავრცელებს.
სამხედრო გამოცემის ექსკლუზიური ინფორმაციით, ფრანგული კომპანია ECA Group-ის ახალი ბელგიური შვილობილი კომპანიის მიერ წარმოებული აპარატები უკრაინას გადაეცემა.
ECA GROUP-ის R7 არის დისტანციური მართვის უპილოტო მანქანა, რომელიც კომპაქტური და სწრაფია. იგი შექმნილია 300 მეტრამდე სიღრმეზე წყალქვეშა მისიებისთვის, მათ შორის ინსპექტირების, მეთვალყურეობისა და წყალქვეშა ობიექტზე მუშაობისთვის.
26 ნოემბერს ბელგიის პრემიერ მინისტრი ალექსანდრ დე კრო კიევს ეწვია. უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე მან ახალი სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარების პაკეტი გამოაცხადა.