ბელგოროდის გუბერნატორი: უკრაინის მხრიდან სროლის შედეგად 1 მოქალაქე დაიღუპა
ბელგოროდის გუბერნატორის, ვიაჩესლავ გლადკოვის თქმით, უკრაინის მხრიდან სროლის შედეგად დაიჭრა 6 და მოკვდა 1 მოქალაქე.
გლადკოვის თქმით, შემთხვევა სოფელ სალოჰიში მოხდა, რომელიც უკრაინის ხარკოვის ოლქს ესაზღვრება და რამდენიმე კილომეტრითაა დაშორებული სასაზღვრო ხაზიდან.
გუბერნატორის თქმით, თითქმის სრულად დაინგრა ერთი სახლიც. გლადკოვის თქმით, მოქალაქე სასწრაფოს ავტომობილში, საავადმყოფოში გადაყვანამდე გარდაიცვალა.
საკითხზე ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია უკრაინულ მხარეს. ომის დაწყებიდან ამ დრომდე ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც რუსეთის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოქალაქის გარდაცვალების შესახებ იტყობინებიან.
რუსეთის მოსაზღვრე რაიონში ბოლო კვირების განმავლობაში გახშირდა სხვადასხვა ტიპის ინციდენტები, მათ შორის სარკინოგზო ხიდების ჩამოშლა, ნავთობაზის დაბომბვა, ხანძრები სამხედრო დანიშნულების ობიექტებზე და ა.შ.
თავის მხრივ უკრაინის შეიარაღებული ძალები ამ შემთხვევებთან კავშირს არც ადასტურებენ და არც უარყოფენ.