ბლინკენი: უახლოეს პერიოდში ფრონტზე არსებით ცვლილებებია მოსალოდნელი

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა უკრაინის კონტრიერიშის მიმდინარეობა შეაფასა და განაცხადა, რომ დასკვნების გამოტანა ჯერჯერობით ნაადრევია. 

ამის შესახებ ენტონი ბლინკენმა ასპენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა. 

ბლინკენის თქმით, ვაშინგტონში თავიდანვე დარწმუნებულები იყვნენ, რომ კონტრიერიში რთული იქნებოდა - "თქვენ გასულ თვეებში ალბათ ბევრჯერ გაიგეთ, რომ რუსებმა სერიოზული თავდაცვითი ზღუდეები მოამზადეს, უკრაინელებს ამ თავდაცვის ხაზების დაძლევა უწევთ."

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თქმით, უკრაინას ჯერჯერობით ბრძოლაში არ ჩაურთავს იერიშისთვის მომზადებული ძალების ძირითადი ნაწილი - "როდესაც ეს ნაწილები ბრძოლის ველზე გაიშლებიან და ჩაერთვებიან მოქმედებაში, ძალები რომლებიც გასულ თვეებში იწვრთნებოდნენ და შეიარაღება, რომელიც უკრიანას აშშ-სთან ერთად დაახლოებით კიდევ 50 ქვეყანამ გადასცა, ვფიქრობ ამ ყველაფერს არსებითი მნიშვნელობა ექნება და ფრონტზე ცვლილელებით დასრულდება."

მსგავსი სიახლეები