Bloomberg: ჯეიკ სალივანი საიდუმლო ვიზიტით კიევში იმყოფებოდა

ჯო ბაიდენის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანი დღეს კიევში დაუანონსებელი ვიზიტით იმყოფებოდა. 

ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Bloomberg-ის კორესპონდენტი ანა ჰორდერნი ავრცელებს. 

"სალივანი აშშ-ს მიერ უკრაინისთვის განკუთვნილი სამხედრო დახმარების პაკეტის დეტალების განსახილველად იმყოფებოდა. ვიზიტის სამხედრო დაპირსიპირებაში ირანის მზარდი ჩართულობის ფონზე გაიმართა",- წერს ჟურნალისტი. 

ცოტა ხნით ადრე ამერიკულმა ადმინისტრაციამ უკრაინისთვის ახალი სამხედრო პაკეტის შესახებ გამოაცხადა, რომლის მოცულობაც 400 მილიონი დოლარია. 

ახალი პაკეტის ფარგლებში უკრაინა მიიღებს T72-ის ტიპის ტანკებს, ჯავშანტრანსპორტიორებს, 40 დაჯავშნულ კატერს და ათასზე მეტ Ghost-ის ტიპის დრონს. 

ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში აშშ-ს უმაღლესი თანამდებობის პირები იმყოფებოდნენ, მათ შორის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და თავდაცვის მდივანი ლლოიდ ოსტინი. 

უკრაინას ეწვივნენ კონგრესისა და სენატის ხელმძღვანელი პირებიც. უკრაინაში ჯერ არ ჩასულა პრეზიდენტი ბაიდენი, თუმცა ამის მზაობა არაერთხელ გამოუთქვამს. 

მსგავსი სიახლეები