ბოლო 24 საათში ისრაელში კორონავირუსით ინფიცირების 13 შემთხვევა დაფიქსირდა

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და სწრაფი ვაქცინაციის კამპანიის ფონზე, ისრაელში კორონავირუსით ინფიცირების მხოლოდ 13 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა - ყველაზე მცირე რაოდენობა ბოლო 14 თვეში.

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 9,238 ტესტიდან მხოლოდ 13 იყო დადებითი, რაც 0.1%-ია.

ამჟამად, ქვეყანაში ინფიცირების 1,310 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც სასუნთქ აპარატზე 60 ადამიანია.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ისრაელში კორონავირუსმა 6,366 ადამიანი შეიწირა.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყანაში ვაქცინის ორივე დოზით 5,049,828 ადამიანი აიცრა, რაც მოსახლეობის 60%-ზე მეტია, ხოლო სრულწლოვანი მოსახლეობის - 80%.

 

 

მსგავსი სიახლეები