ბრაზილიამ ავიამზიდი "სან პაულო" წარმატებით ჩაძირა

პარასკევს, ბრაზილიის სანაპიროდან 350 კილომეტრის დაშორებით, ავიამზიდი "სან პაულო" გეგმის მიხედვით ჩაიძირა, როგორც ამას ბრაზილიის ხელისუფლება აცხადებს. 

ბრაზილიის ფლოტის ინფორმაციით, ავიამზიდი 5,000 მეტრის სიღრმეზეა ჩაძირული.

სამხრეთ ამერიკულ ქვეყანაში ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ხაგრძლივი ძებნის შემდეგ, ვერსად ნახეს მსურველი, რომელიც ავიამზიდს მიიღებდა. 

არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ბუნების დაცვით ჯგუფებთან ერთად, თავდაპირველად, ჩაძირვის წინააღმდეგი იყო ბრაზილიის გარემოს დაცვის მინისტრი, რომელმაც მოგვიანებით აზრი შეიცვალა. 

"გაუარესებული მდგომარეობისა და უკონტროლო ჩაძირვის გარდაუვლობის მიზეზით, სხვა გზა არ არსებობდა, გარდა ავიამზიდის დაგეგმილი ჩაძირვისა,"-განაცხადა მარინ სილვამ, გარემოს დაცვის მინისტრმა. 

1950-იანი წლების მიწურულს, ეს ავიამზიდი საფრანგეთში აიგო, ხოლო მისი თავდაპირველი სახელი "ფოში" იყო. 

საფრანგეთის საზღვაო ძალებში 1963 წლიდან-2000 წლამდე გამოიყენებდნენ, რის შემდეგაც, ბრაზილიელებს, 12 მილიონ დოლარად მიჰყიდეს. 

შესყიდვის გარდა, თავიდანვე იყო განსაზღვრული, რომ ავიამზიდს $80 მილიონის რეკონსტრუქცია დაჭირდებოდა, რაც ბრაზილიელებმა არ გააკეთეს. 

2005 წელს, ავიამზიდზე ხანძარი გაჩნდა, რამაც მდგომარეობა კიდევ უფრო მეტად გააუარესა. 

გარემოსდაცვითი ორგანიზაიციები, ბრაზილიის ხელსუფლების მიერ განხორციელებულ ქმედებაზე პროტესტს გამოთქვამენ, რათა მიაჩნიათ, რომ ტონობით სახიფათო შემცველობის მქონე ავიამზიდის ზღვის სანაპიროზე ჩაძირვა, ბუნებას მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნის.  

მსგავსი სიახლეები