ბრაზილიაში კორონავირუსის შემთხვევების ზრდის რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა

ოთხშაბათს ბრაზილიაში კორონავირუსით ინფიცირების 115 228 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც დღიური ზრდის რეკორდია. 

Reuters-ის ცნობით, ბრაზილია ინფიცირების 7 დღის საშუალო ზრდით და გარდაცვალების შემთხვევებით მსოფლიო ლიდერია. 

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან ვირუსის შემთხვევებით ბრაზილია ამერიკის და ინდოეთს შემდეგ მესამე ადგილზეა 18 მილიონი ინფიცირებულით.

ბრაზილიამ გარდაცვლილთა რაოდენობით ინდოეთსაც გადაუსწრო. ქვეყანაში კორონავირუსმა 507 000 ადამიანი შეიწირა, ინდოეთში კი - 392 000.

ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მოსახლეობის 12% სრულად არის აცრილი.

 

 

 

მსგავსი სიახლეები