ბრაზილიელების უმრავლესობა ბოლსონაროს იმპიჩმენტს მხარს უჭერს
პირველად ჟაირ ბოლსონაროს გაპრეზიდენტების შემდეგ, ბრაზილიელების უმრავლესობა მის იმპიჩმენტს უჭერს მხარს.
Datafolha-ს ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ბრაზილიელების 54% ბოლსონაროს იმპიჩმენტს ემხრობა, 42% კი წინააღმდეგია.
კვლევა 7-9 ივლისს ჩატარდა და ცდომილების ზღვარი 2%-ია.
ცოტა ხნით ადრე, Reuters-ის მიერ ჩატარებულ მსგავს კვლევაში, იმპიჩმენტის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა რაოდენობა თითქმის თანაბარი იყო.
ბოლსონაროს რეიტინგის დაცემა კორონავირუსის წარუმატებელ მართვას უკავშირდება. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში 533 000 ადამიანი დაიღუპა.