ბრიტანეთი: კიევის აღმოსავლეთით უკრაინის კონტრ-იერიში წარმატებით მიმდინარეობს
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ 1 აპრილის მდგომარეობით უკრაინის ომის სიტუაციური ანალიზი გამოაქვეყნა.
ბრიტანეთის თავდაცვის უწყების თანახმად, უკრაინა კიევის აღმოსავლეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით მცირე მასშტაბის კონტრ-იერიშებს წარმატებით ახორციელებს.
უკრაინულმა ძალებმა რუსული საოკუპაციო ძალებისგან გაათავისუფლეს ჩერნიჰივის სამხრეთით მდებარე სოფლები სლობოდა და ლუკაშოვკა, რომლებიც კიევისკენ მიმავალ გზაზე მდებარეობენ.
უწყების ინფორმაციით, ჩერნიჰივსა და კიევის ერთ-ერთ რაიონზე კვლავ მიმდინარეობს რუსული საჰაერო და სარაკეტო იერიშები.
ორი დღის წინ რუსეთმა განაცხადა, რომ კიევის და ჩერნიჰივის მიმართულებით შეტევას „კარდინალურად“ შეამცირებდა და საოკუპაციო ძალების ნაწილს გამოიყვანდა.