ბუდანოვი: უკრაინა ყირიმში საკმაოდ მალე იარაღით დაბრუნდება, სხვა გზა არ არის

უკრაინა მალე დაბრუნდება რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე. ეს მოსაზრება უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილო ბუდანოვმა, ეროვნული ტელემარათონის ეთერში 30 სექტემბერს გამოთქვა.

"ჩვენ იქ მალე დავბრუნდებით... იარაღით დავბრუნდებით", - განაცხადა ბუდანოვმა.

მისი თქმით, სხვა გზა არ არსებობს.

ევროპაში აშშ-ს არმიის ყოფილმა სარდალმა, ბენ ჰოჯესმა განაცხადა, რომ 2022 წლის ბოლომდე, უკრაინელ სამხედროებს შეუძლიათ რუსი დამპყრობლები იმ პოზიციებზე დააბრუნონ, რომლებსაც ისინი 23 თებერვალს იკავებდნენ.

აგვისტოს ბოლოს და სექტემბრის დასაწყისში, უკრაინელმა სამხედროებმა  ქვეყნის სამხრეთ და აღმოსავლეთში კონტრშეტევა წამოიწყეს

23 სექტემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სექტემბერში რუსებისგან აღმოსავლეთ უკრაინაში დაახლოებით 9000 კმ² ტერიტორია განთავისუფლდა.

მსგავსი სიახლეები