CDC: აუცრელები კორონავირუსით 11-ჯერ მეტად იღუპებიან

ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა ახალი კვლევის შედეგები გაასაჯაროვა, რომლის თანახმადაც, სრულად აცრილი ადამიანები აუცრელებზე 11-ჯერ ნაკლებად იღუპებიან..

გარდა ამისა, აუცრელები 10-ჯერ ხშირად ხვდებიან საავადმყოფოში.

კვლევის თანახმად, სრულად აცრილების კორონავირუსით ინფიცირების შანსი 4,5-ჯერ ნაკლებია.

კვლევა 600 000 ადამიანის მონაცემებს მოიცავს.

პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციამ ყველა კერძო კომპანია, რომელსაც 100-ზე მეტი ადამიანი ჰყავთ დასაქმებული, დაავალდებულა თანამშრომლები აცრან ან მუდმივად დატესტონ. 

 

 

 

მსგავსი სიახლეები