ჩავუშოღლუ: აშშ-მ გვთხოვა უკრაინისთვის C-400 გადაგვეცა, რაზეც უარი ვუთხარით
თურქეთმა უარი თქვა უკრაინისთვის C-400 ტიპის საზენიტო კომპლექსის გადაცამაზე, აღშნინული შეიარაღება თურქეთმა რუსეთისგან შეიძინა.
ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუტ ჩავუშოღლუმ განაცხადა.
ჩავუშოღლუს თქმით, შესაბამისი თხოვნით თურქეთს აშშ-მ მიმართა - "მათ გვკითხეს შეგიძლიათ თუ არა გადასცეთ С-400, ჩვენ უარი ვუთხარით."
კონტექსტი
მოსკოვმა და ანკარამ რუსული საზენიტო სისტემების შესახებ გარიგება 2017 წელს დადეს, ხელშეკრულების ღირებულება 2.5 მილიარდ დოლარს შეადგენდა. პირველი C-400 თურქეთმა 2019 წლის გაზაფხულზე მიიღო.
აშშ უკმაყოფილო იყო თურქი მოკავშირეების გადაწყვეტილებით, ვაშინგტონი ცდილობდა შეთანხმებისთვის ხელი შეეშალა. სწორედ რუსული წარმოების შეიარაღების შეძენა გახდა F-35-ის ბოლო თაობის გამადგურებლების პროგრამიდან.
14 მაისს თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება - რეჯეფ თაიპ ერდოღანი, რომელიც ქვეყანას ჯერ პრემიერის რანგში (11 წელი), ხოლო შემდეგ პრეზიდენტის რანგში (9 წელი) მართავდა ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობს.
ერდოღანის მთავარი კონკურენტი 6 ოპოზიციური პარტიის ერთიანი კანდიდატი და სახალხო რესპუბლიკური პარტიის ლიდერი, ქემალ ქილიჩდაროღლუ იქნება.
წინასწარი კვლევებით ქილიჩდაროღლუს გამარჯვების საკმაოდ მაღალი შანსი აქვს.
იხილეთ ჩვენი პოდკასტში თურქეთში მოახლოებულ მნიშვნელოვან არჩენბეზე.