ჩეხეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გენერალი პაველი მილიარდელ ბაბიშს ამარცხებს

ჩეხეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურსი ნატოს გაერთიანებული კომიტეტის ყოფილი განერალი პეტრ პაველი დამაჯერებლად ლიდერობს.

შუალედური შედეგების მიხედვით პაველმა ხმათა 54% მიიღო, ხოლო ანდრეი ბაბიშმა 46%. დათვლილია ხმათა 25%, ხოლო აქტივობამ 67% შეადგინა. 

კონტექსტი

არჩევნების პირველ ტურში პაველმა ხმათა 35% მოიპოვა, მას მცირედით ჩამორჩებოდა ანდრე ბაბიში, რომელმაც 34%-ის მხარდაჭერა მოიპოვა. 

პეტრ პაველი საკუთარ თავს ანტიპოპულისტ, მემარჯვენე პოლიტიკოსად ახასიათებს. მან მთელი წინასაარჩევნო კამპანია ჩეხეთისთვის მშვიდობისა და წესრიგის დაბრუნებაზე, ევროპაკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობასა და უკრაინის მხარდაჭერაზე ააგო. 

პეტრ პაველი – 2012-2015 წლებში ჩეხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მეთაური და 2015-2018 წლებში ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს იკავებდა. 

ანდრეი ბაბიში ჩეხეთის ყველაზე მდიდარ ადამიანებს შორის მეორე ადგილს იკავებს. მის მფლობელობაშია სასოფლო-სამეურნეო კონგლომერატი – „აგროფერტი“, რომელიც 250-მდე კომპანიას აერთიანებს. 

მსგავსი სიახლეები