ჩეხეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ხელახალი სასამართლო პროცესი დაიწყო
ჩეხეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ანდრე ბაბიშის ხელახალი სასამართლო პროცესი 14 თებერვალს მას შემდეგ დაიწყო, რაც სასამართლომ ევროპის კავშირის ფონდებიდან 2 მილიარდი ევროს მითვისების საქმეში უდანაშაულოდ ცნო.
ბრალდების თანახმად, ევროპის რეგიონული განვითარების ფონდისგან მიღებული დაახლოებით 2 მილიონი ევრო ბაბიშმა საკუთარი სასოფლო-სამეურნეო კონგლომერატის – „აგროფერტის“ სასარგებლოდ გამოიყენა.
ანდრე ბაბიში და მისი პოლიტიკური პარტია - „ANO” ჩეხეთის ხელისუფლების სათავეში 2017-2021 წლებში იმყოფებოდა. ბაბიშის მიერ 2012 წელს შექმნილი პოლიტიკური გაერთიანება - „ANO” 2014-2017 წლებში, „სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან“ და „ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირთან“ ერთად სამთავრობო კოალიციის წევრი იყო.
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ჩეხეთის ყველაზე მდიდარ ადამიანებს შორის მეორე ადგილს იკავებს. მის მფლობელობაშია სასოფლო-სამეურნეო კონგლომერატი – „აგროფერტი“, ასევე ქვეყნის ორი უმსხვილესი გაზეთი – „Mladá fronta DNES“ და „Lidové noviny“.
გასული წლის სექტემბერში, პრაღის უმაღლესმა სასამართლომ საქმის ხელახალი განხილვა პრაღის მუნიციპალურ სასამართლოს დაავალა, რომელმაც იანვარში ბაბიში გაამართლა. ყოფილი პრემიერის გარდა, სასამართლომ ბაბიშის ყოფილი თანამოაზრე, იანა ნაგიოვაც გაამართლა, რომელმაც სუბსიდიების მოთხოვნაზე ხელი აქვს მოწერილი.
ანდრე ბაბიში დანაშაულს არ აღიარებს და აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდება პოლიტიკურად არის მოტივირებული.
14 თებერვალს პროკურატურამ ყოფილი პრემიერისთვის და მისი თანამოაზრისთვის ჯარიმისა და პირობითი სასჯელის დაწესება მოითხოვა, რაც ჩეხეთში მიღებული პრაქტიკააა.