ჩინეთი: ნებისმიერი გარე ჩარევა ტაივანის საკითხში ძალისმიერ პასუხს გამოიწვევს

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მოუწოდებს მსოფლიო ლიდერებს არ ჩაერიონ ჩინეთის ტერიტორიული გამთლიანების გეგმებში და განმარტავს, რომ ამგვარი ჩარევა ჩინეთის ძალისმიერ პასუხს გამოიწვევს. 

ამის შესახებ ვან იმ გაეროს გენერალური ასამბლეის მსვლელობისას განაცხადა. 

"ტაივანის სრუტეში მშვიდობა მხოლოდ ჩინეთის სრული გამთლიანების შემდეგ დაისადგურებს",- განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. 

ვან ის თქმით, ნებისმიერი გარე ძალას, რომელიც ამ საკითხში ჩარევას შეეცდება "ისტორიის ბორბლები გაანადგურებს". 

ჩინეთი და ტაივანი - მოკლე გზამკვლევი

ჩინეთი და ტაივანი გასული საუკუნის 1940-იან წლებში სამოქალაქო ომის პერიოდში გაიყვნენ - მატერიკულ ჩინეთში კომუნისტური პარტიის გამარჯვების მიუხედავად ტაივანს დამარცხებული გენერალი ჩან კაიშის პარტია მართავდა. 

ჩინეთი კუნძულს თავის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს და აცხადებს, რომ მზად არის დაიბრუნოს კუნძული თუნდაც ძალის გამოყენებით. 

ტაივანს აქვს თავისი კონსტიტუცია და დემოკრატიული პოლიტიკური სისტემა, მათ შორის დემოკრატიულად არჩეული მთავრობაც. ტაივანის განკარგულებაშია 300 ათასიანი კარგად შეიარაღებული და კარგად გაწვრთნილი შეიარაღებული ძალები. 

ქვეყნების აბსოლიტური უმრავლესობა ტაივანს არ აღიარებს, მთელი მსოფლიო კუნძულის წარმომადგენლად პეკინში მჯდომ მთავრობას მიიჩნევს. 

ტაივანს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არ ცნობს არც ამერიკის შეერთებული შტაბები. აშშ-ს ტაივანთან არ აქვს ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობებიც, თუმცა მოქმედებს კანონი, რომელიც აშშ-ს ავალდებულებს ტაივანს თავდაცვაში დაეხმაროს.  

მსგავსი სიახლეები