ჩინეთი პრორუსულ დეზინფორმაციაზე მილიარდებს ხარჯავს - The Guardian
დასავლეთი არ უშლის ხელს პრორუსულ პროპაგანდას, რაზეც ჩინეთი უზარმაზარ ფულს ხარჯავს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გლობალური ჩართულობის ცენტრის კოორდინატორმა ჯეიმს რუბინმა განაცხადა, წერს The Guardian 28 თებერვალს.
მისი თქმით, პეკინი "მსოფლიოში მილიარდობით დოლარს მიმართავს მომწამვლელი დეზინფორმაციის გასავრცელებლად, მათ შორის შეტყობინებების ჩათვლით, რომლებიც მთლიანად ემთხვევა რუსეთის საჯარო პოზიციას უკრაინის მიმართ."
"ჭაში წყალი მოწამლულია ჩინური და რუსული დეზინფორმაციით და ეს საზიანოა", - თქვა სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ შექმნილი ცენტრის ხელმძღვანელმა.
რუბინმა აღნიშნა, რომ სანამ დასავლეთი ყოყმანობს, პეკინი "გლობალურად მოქმედებს და უფრო მეტს ხარჯავს ვიდრე მოსკოვი" და მათი ქმედებები საკომუნიკაციო სივრცეში "ძალიან კოორდინირებულია."
რუსეთის ფედერაციისთვის ჩინური იარაღის შესაძლო მიწოდების შესახებ ინფორმაციის კომენტირებისას, აშშ-ს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ეს საფრთხე უკიდურესად სერიოზულად უნდა მივიღოთ და თქვა, რომ ის ისეთივე რეალურია, როგორც თავად რუსული აგრესია უკრაინაში.