ჩინეთის პრეზიდენტი: ჰონგ-კონგში ‘ერთი ქვეყანა, ორი სისტემა’ მოდელს შევინარჩუნებთ
ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინფინგი ჰონგ-კონგის ახალი ლიდერის ინაუგურაციას დაესწრო.
სი ძინფინგის განცხადებით, პეკინი ერთი ქვეყანა, ორი სისტემის სახელით ცნობილი მოდელის შეცვლას არ აპირებს.
ჰონგ-კონგი ჩინეთის შემადგენლობაში 1997 წლის 1 ივლისს დიდ ბრიტანეთთან დადებული შეთანხმების შედეგად შევიდა.
შეთანხმების ძალით ჰონგ-კონგმა პეკინისგან შიდა პოლიტიკის, მართლმსაჯულების და ეკონომიკის საკითხებში ფართო ავტონომია მიიღო.
ბოლო წლებში ჩინეთმა ჰონგ-კონგში უსაფრთხოების უწყებების საქმიანობა გააძლიერა და ქალაქის მმართველ ორგანოზე კონტროლი დაამყარა.
2020 წელს ჰონგ-კონგში ეროვნული უშიშროების შესახებ კანონი მიიღეს, რაც ქალაქის მაცხოვრებლებს სიტყვის, პრესის, დემონსტრაციის და სხვა უფლებებს მნიშვნელოვნად უზღუდავს.
დაიხურა ათობით დამოუკიდებელი მედია-საშუალება.
დიდი ბრიტანეთი და აშშ აცხადებენ, რომ ჩინეთმა 1997-ში ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა.
პეკინი ბრალდებას უარყოფს და „ქალაქში ქაოსის ნაცვლად წესრიგის“ დამყარებაზე საუბრობს.
“ყველა მტკივნეულად გრძნობს, რომ ჰონგ-კონგი ქაოსური ვერ იქნება და არც მომავალში უნდა გახდეს. ჰონგ-კონგის განვითარებას მომავლისთვის ვერ გადავავადებთ, ნებისმიერი ჩარევა უნდა გამოირიცხოს“, - განაცხადა ჩინეთის ლიდერმა.