ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთს შეიარაღების არ ვაწვდით, არც ვაპირებთ

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ჩინეთი არ გადასცემს შეიარაღებას კონფლიქტში ჩართულ არცერთ მხარეს. 

ამის შესახებ სახალხო რესპუბლიკის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა გერმანელ კოლეგასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა

ცინ განგის თქმით, გარდა ამისა ჩინეთი არეგულირებს ორმაგი დანიშნულების საქონლის ექსპორტს, რომელიც შესაძლოა გამოყენებული იყოს სამხედრო დანიშნულებით. 

"ჩვენ არ ვაწვდით შეიარაღებას კონფლიქტში ჩართულ არცერთ მხარეს და ამის გაკეთებას არც მომავალში არ ვაპირებთ",- განაცხადა ჩინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა. 

ცინ განგის თქმით, ჩინეთი მოლაპარაკებების დაწყების ინიციატივით გამოდის - "ჩინეთის როლი მიმდინარე კონფლიქტში, ჩვენი წინადადება დადის ერთ რამემდე - დავარწმუნოთ მხარეები და ხელი შევუწყოთ მოლაპარაკებებს და ჩვენ არ დავასხამთ ნავთს ცეცხლზე."

კონტექსტი 

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანელენა ბერბოკი ჩინეთში ვიზიტით იმყოფება. ბერბოკმა განაცხადა, რომ ჩინეთს რუსეთზე ყველაზე დიდი გავლენა აქვს და ეს გავლენა რუსეთის ზეწოლისთვის უნდა გამოიყენოს. 

გარდა ამისა ბერბოკმა განაცხადა, რომ ტაივანის ირგვლივ შეიარაღებული კოფნლიქტის დაწყებას მსოფლიოსთვის ნამდვილი კოშმარი იქნება და ჩინეთი ესკალაციის შემთხვევაში შესაბამისი შედეგების გააფრთხილა. 

გასულ თვეებში დასავლური დაზვერვის უწყებები იუწყებოდნენ, რომ ჩინეთი რუსეთისთვის ლეტალური შეიარაღების მიწოდებას განიხილავს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერ არ მიუღიათ. 

 

მსგავსი სიახლეები