ჩინეთმა ტაივანის საჰაერო ზონაში 30 თვითმფრინავი გაგზავნა

ტაივანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, კუნძულის საჰაერო ზონაში 30 ჩინური სამხედრო თვითმფრინავი შეიჭრა.

კუნძულის თავდაცვის ძალებმა საპასუხოდ ავიაცია ააფრინეს და საზენიტო სისტემები მწყობრში მოიყვანეს.

პარალელურად, ტაიპეიში ამერიკული დელეგაციის ვიზიტი მიმდინარეობს.

ინციდენტის შემდეგ ტაივანის პრეზიდენტმა ცაი ინგ-ვენმა განაცხადა, რომ ტაივანის შეიარაღებულ ძალებსა და აშშ-ს ეროვნულ გვარდიას შორის, თანამშრომლობა იგეგმება.

ჩინეთმა მსგავსი მასშტაბის საავიაციო მანევრი წლის დასაწყისში ჩაატარა, რომელშიც 39 ხომალდი მონაწილეობდა.

პეკინი ტაივანს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს და კუნძულზე „სამხედრო გზით“ კონტროლის დამყარებაზე საუბრობს.

ბოლო დროს, აშშ-ს მიმართ ტაიპეის მხარდამჭერი განცხადებების ფონზე, ტაივანის სრუტეში ვითარება განსაკუთრებით დაიძაბა.

ამერიკას ტაივანთან ფორმალური დიპლომატიური ურთიერთობები არ აქვს, თუმცა 1979 ტაივანის აქტი აშშ-ს კუნძულის თავდაცვაში დახმარებას ავალდებულებს.

ცოტა ხნის წინ, იაპონიაში ვიზიტის დროს, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ჩინეთის ინტერვენციის შემთხვევაში აშშ „სამხედრო გზით“ ჩაერევა.


გასულ წელს ჩინურმა სამხედრო ხომალდებმა ტაივანის საჰაერო სივრცე 969-ჯერ გადაჯვეთეს, რაც 2020 წლის მაჩვენებელს ორჯერ აღემატება. წელს იგივე მაჩვენებლი 465-ს აღწწვს.

 

მსგავსი სიახლეები