ჩინეთში ახალი მთავრობა დაამტკიცეს
ჩინეთის კომუნისტური პარტიის მე-14 მოწვევის ეროვნული სახალხო კონგრესის პირველი სესიის დეპუტატებმა პეკინში, 12 მარტს, ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს ახალი შემადგენლობა დაამტკიცეს. ახალი მთავრობა პრემიერმა ლი ციანგმა წარადგინა, რომელიც ამ თანამდებობაზე წინა დღეს დაინიშნა.
ვიცე-პრემიერების შემადგენლობა მთლიანად განახლდა, ამ პოსტზე დაინიშნენ ტინგ სუესიანგი, ჰე ლიფენი, ჭანგ კუოცინგი და ლიუ კუოჭონგი.
ცინ განგი, რომელიც ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრად 2022 წლის დეკემბერში დაინიშნა, ამ თანამდებობაზე გააგრძელებს მუშაობას.
ჩინეთის თავდაცვის ახალი მინისტრი ლი შანგფუ გახდა, რომელიც 2018 წელს აშშ-ის სანქციების სიაში რუსული იარაღის შესყიდვის გამო შეიყვანეს.
მანამდე დეპუტატებმა, მესამე ვადით არჩეული ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინფინგის წინადადებით, პრემიერად ქვეყნის ლიდერის დიდი ხნის მოკავშირე, ლი ციანგი დაამტკიცეს. მან ლი კეციანი შეცვალა, რომელიც ჩინეთის მთავრობას 10 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.